ედუარდ სააკაშვილი - რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს

რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს შენარჩუნებული, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა  ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი წარდგნენ.  ედუარდ სააკაშვილმა მათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი  მამის სიცოცხლის გადასარჩენად  მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. 

"გამოსავალი არსებობს, რომ საქართველოს მთავრობამ მისცეს მას საშუალება  საზღვარგარეთ იმკურნალოს. ვფიქრობთ, რეალური შანსი გვაქვს ახლა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ევროპიდან, მზარდი კონსესუსის ფონზე, რომ სიტუაცია ძალიან მწვავეა და ის უნდა შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე,  ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც თანხმდებიან იმაზე რაღაც უნდა შეიცვალოს და ჩემი მამის სიცოცხლე უნდა გადარჩეს, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს არის თავისებური კომბინაცია ცოდნისა და იმედისა, რომლის თვალსაზრისითაც ვამბობ, რომ ჩემი მამა არ გარდაიცვლება ციხეში“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დეპუტატებს  ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები