"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისათვის 4 კანდიდატი იბრძოლებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისათვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.   

პარტიაში  კანდიდატების რეგისტაციის ვადა 18:00 საათზე დასრულდა. თავმჯდომარეობის მანდატის ხელახლა მოპოვებისთვის  იბრძოლებს მოქმედი თავჯმდომარე ნიკა მელია. 

თანაპარტიელების მხარდაჭერას შეეცდება ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ასევე გიორგი მუმლაძე, მოძრაობა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი. მან პარტია და პარლამენტი ერთი თვის წინ დატოვა. 

მამულაშვილს პარტიის პოლიტსაბჭოდან  მხარს უჭერენ გიგი კუბლაშვილი, ნიკა ვაჩეიშვილი და  ნიკა ჭურაძე. 

გიორგი მუმლაძის წარმდგენები კი კობა ხაბაზი გია ჭანტურია, დიმიტრი შაშკინი არიან. 

პოლიტსაბჭოს სამი წევრის მხარდაჭერა აქვს ლევან ხაბეიშვილს, ნიკა მელიას კი - 39.

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს "ბლოკჩეინის“ სისტემით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები