მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვიქტორ ჯაფარიძე მთელი "ქართული ოცნების" სახეს გამოხატავს, ყველანი ვიქტორ ჯაფარიძეები არიან

ვიქტორ ჯაფარიძე მთელი "ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს, ყველანი ვიქტორ ჯაფარიძეები არიან, - ამის შესახებ შვილმოკლულმა მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, კოლექტიური ვიქტორ ჯაფარიძეები იმავეს ფიქრობენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე.  

"ვიქტორ ჯაფარიძე მთელი „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს, ყველანი ვიქტორ ჯაფარიძეები არიან. დარწმუნებული ვარ, რაც მან თქვა სააკაშვილზე - "ძაღლი მიაკვდა სულშიო“, იგივე თქვა უკრაინაში დაღუპულ ჩვენ ქართველ ბიჭებზე, იმ ორ ბიჭზეც, რომლებიც დღეს დაიღუპნენ. ესენი არიან ადამიანობისგან დაცლილები, სად შეიკრიბნენ, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი.ზოგჯერ ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, საიდან მოვიდნენ ასეთები, ადამიანობისგან სრულიად დაცლილები?“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით,  ხელისუფლებას  არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ანაღვლებს და არც  ევრორეკომენდაციების შესრულება.  

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, თუ სასამართლო არ გადაიდო, მას ონლაინ ჩართავენ, თუმცა ვფიქრობ, რომ პროცესს გადადებენ. როგორც ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება არ იქნება, ისე არ უწერია 12 რეკომენდაციას შესრულება. იმიტომ რომ ამათ ზურგს რუსეთი უმაგრებს. როგორც რუსეთს „ფეხებზე ჰკიდია“ ევროპაც და მისი სანქციებიც, ზუსტად ამას აკეთებს "ქართული ოცნებაც“,  - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილზე დასავლეთის სანქციებით ზემოქმედება ვერ მოხდება, რადგან მას რუსეთის სანქციების უფრო ეშინია, რაც შესაძლოა, კაპიტალის დაკარგვის გარდა სიცოცხლის დაკარგვაშიც გამოიხატოს.  

მისი თქმით, თუ საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო, ხელისუფლება არც მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას მოერიდება და არც 12 პუნქტს შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები