spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეძახილებით – “მონა” გააცილეს

“მონა” – ამ შეძახილების ფონზე მოუხდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს ნიკა აბრამიშვილს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება. 

 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მისგან სამსახურის პოზიციის გამო პასუხს ითხოვდნენ. 

 

მოქალაქეების გარემოცვაში მოხვედრილი ავტომანქანის ტერიტორიიდან გაყვანა მხოლოდ მანდატურის სამსახურის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს  განახლდება. დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკური დასწრების და არც ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს. 

 

მოსამართლე გიორგი არევაძემ უარი თქვა ადვოკატის მოთხოვნაზე  პროცესის 21 დეკემბერს დანიშნაზე, რადგან ეს დღე მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები