2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით 100-მდე პროექტი განხორციელდა

2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით 100-მდე პროექტი განხორციელდა, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ამჟამად გზებს კიდევ სამ სოფელში აგებენ, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ გზების მოწესრიგების პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის სოფლებში 2023 წელსაც გაგრძელდება, პარალელურად მოწესრიგდება სასმელი წყლის ქსელიც.

"გზა და წყალი ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს, ადგილობრივ მოსახლეობას ვპირდები, რომ მოხდება პრიორიტეტების სწორად განაწილება, მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინება’’, - აცხადებს გენადი ბალანჩივაძე.

სოფლების - ქვიტირისა და ზედა მესხეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, ასევე სოფელ ქვიტირში #20 ქუჩაზე, მუხიანში, ბროწეულას დასახლებაში არსებულ გზებზე მიმდინარე სამუშაოების 70% შესრულებულია, სამივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება (ჯამური ღირებულება -1 044 920 ლარი). სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები