თათია დოლიძე - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ასე დამძიმება არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულია ქვეყნის წინაშე

რას ფიქრობს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე, როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს პერსპექტივას ევროინტეგრაციის გზაზე, - ამ საკითხებზე Front News-ს გაერო-ში ყოფილი ახალგაზრდა ელჩი, „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი თათია დოლიძე ესაუბრა. 

- ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი მიუღებელია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, მიუხედავად, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისა.  მგონია, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც მიუღებელი იქნებოდა. განმარტება, რომ ეს გაკეთდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, თითქოს ამით ხაზს უსვამენ მის სპეკულანტობას, გაუგებარია. კადრებიდან  ჩანს, რომ ეს ადამიანი არის მძიმედ და თუ სათანადო ყურადღების მიქცევა არ შეუძლიათ, ესეც მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ასე დამძიმება არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულია ქვეყნის წინაშე, ამ კადრების გავრცელება კი სრულიად არაეთიკური და არალეგალურიცაა, რადგან პატიმრისგან ნებართვა ამასთან დაკავშირებით აღებული არ ყოფილა.ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის ასეთ შემაშფოთებელ სურათს უფრო ამძაფრებს ის დამამცირებელი გარემოება, თუ რა ფორმით ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა საზოგადოებისთვის. მსგავსი ბინძური მეთოდებით არა მხოლოდ ადამიანის ღირსება, ქვეყნის რეპუტაციაც ითელება. 

- რით აიხსნება ხელისუფლების ეს ნაბიჯი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისა  და  მიღებული რეზოლუციის ფონზე?

- უკვე პირდაპირი მოწოდებებია ამ რეზოლუციაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით. მოწოდებაა პრეზიდენტის მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ, თუმცა რეაქციებიც ვნახეთ ხელისუფლების წარმომადგემლების მხრიდან, ამის პასუხად აცხადებენ, რომ „ასეთი ევროპა არ გვინდა, თუ მსგავს მოთხოვნებს წაგვიყენებენ“. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას აქამდევ შეძლო გადაწყვეტილების მიღება. 

- რამდენად მოსალოდნელია სასამართლომ მიიღოს   მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების გადაწყვეტილება? 

- ძალიან რთულია ამის  თქმა. იმ ფონზე, როდესაც  ჩვენ ვნახეთ, რომ  სასამართლო აცხადებს - უწყება მზად იყო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვის განსახორციელებლად, მაგრამ პენიტენციური სამსახურიდან არ მოხდა შესაბამისი უზრუნველყოფა.  ამით ჩანს, პრობლემაა უწყებების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან ერთი ადამიანის მხრიდან. რა იქნება ეს,  ძნელი სათქმელია, ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ აგრძელებენ არსებულ ხაზს. აგერ ევროინტეგრაციის ნაცვლად, რომლისკენაც ვითომ მივისწაფვით, გამოცხადდა, რომ სავიზო რეჟიმს გვიხსნიან რუსეთთან.  ახლახანს რუსეთის ფედერაციამ შეუქო საქართველოს „სწორი საგარეო პოლიტიკური ვექტორი“ და სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენის საკითხის დაძრას „შეგვპირდა“.  როგორც ჩანს, არც ისე ცალსახა და მყარია ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რადგან რთული წარმოსადგენია, რომ დუმის დეპუტატმა, რომელმაც „სწორ გზაზე სიარული“,  მოგვიწონა, საქართველოს ევროპული გეზი ეგულისხმა.

- როგორც ვხედავთ დასავლეთის ზეწოლის შედეგის შედეგად სწორი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად  ანტიდასავლური განცხადებები კეთდება, რაში ხედავთ გამოსავალს?

- რაც უფრო წამოვა იქედან ზეწოლა და როგორც ვხედავთ,  ევროკავშირის რეზოლუციაში სახელობითადაა უკვე მითითებული -  ივანიშვილი  მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქი და არა ზოგადად ნათქვამი „ოლიგარქიზაცია“,  შესაბამისად,  ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. საბოლოო ჯამში საზოგადოებაზეა ისევ ყველაფერი დამოკიდებული.  არ მგონია, რომ მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა იყოს გადამწყვეტი. ვხედავთ, რომ ამას არაფრად აგდებენ, ერთადერთი სკამების დაკარგვისა და ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვთ, ალბათ, თორემ ის,  რომ ევროკავშირმა მათ კარი დაუკეტოს, არ მგონია, რომ მათთვის ეს შემაშფოთებელი იყოს. საბოლოო ჯამში, საზოგადოება რაღაცაზე მაინც უნდა საკმარისად აღშფოთდეს. როგორც ჩანს, ვერა და ვერ აღვშფოთდით საკმარისად, თუმცა ამის ბევრი მიზეზი გვქონდა. ოპოზიციაც სუსტია, დაპირისპირებულია ერთმანეთთან, საზოგადოება პოლარიზებულია. სიძულვილის ენაა გაბატონებული, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია. ძალიან მცირეა საზოგადოების ის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც შესაძლოა, არ არის სააკაშვილის პოლიტიკური  მომხრე და შეიძლება რაღაც ფორმით მთავრობის მხარდამჭერიცაა, მაგრამ მისთვის  მიუღებელია ახლა რაც ხდება მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებით, ეს იქნება კადრების გავრცელების თვალსაზრისით, თუ ის,  რომ არ მას ეძლევა საშუალება სასამართლო პროცესზე  დისტანციურად ჩართვის. ეს იქნებოდა  ყველაზე ჯანსაღი პოზიცია. ასეთი პოზიციის მქონე ბევრი ადამიანი რომ იყოს, ეს შეცვლიდა ვითარებას. 

- რას იტყვი ოპოზიციისა და მისი როლის შესახებ? 

- ძლიერი ოპოზიცია ნამდვილად იქნებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ამ მხრივაც რთულადაა საქმე. მნიშვნელოვანია, რომ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს თანმიმდევრული და არა ურთიერთსაწინაააღმდეგო. ის, რომ დღეს ერთ ამბობენ, ხვალ მეორეს,  საზოგადოების თვალში მათაც უკარგავთ ნდობას. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები