გიორგი მარგველაშვილი - პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის აბსოლუტური გათიშვა ნებისმიერი კომუნიკაციისა "ქართულ ოცნებასთან“

არაადეკვატურია ქართულ ხელისუფლებასთან ამ ენით საუბარი,  - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადების საკითხზე განაცხადა. 

მისი თქმით, ისინი დღეს სწორის მეთოდებით არ იბრძვიან. 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ადამიანები შეწყვეტენ შიმშილობას და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი არ დაემუქრება. არა იმიტომ რომ ისინი არ იბრძვიან სწორი მიზნისთვის, მაგრამ ისინი არ იბრძვიან დღეს სწორი მეთოდებით. 

შიმშილობა არის ნაბიჯი,  რომლის ადრესატი არის ვიღაც, მაგალითად ხელისუფლება, რომელსაც ეუბნები, თუ შენ ასე არ გააკეთებ, მე ასე მოვიკვდინებ თავს ამ შიმშილობით. და ამას ვის ეუბნებიან, სადისტებს, რომლებიც ადამიანებს აწამებენ და მერე ტელევიზორში აჩვენებენ? ამიტომ არაადეკვატურია ქართულ ხელისუფლებასთან ამ ენით საუბარი.  პირველი, რაც უნდა გაკეთდეს,  ეს არის აბსოლუტური გათიშვა ნებისმიერი კომუნიკაციისა "ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები