გიორგი მარგველაშვილი - ბევრი თვალსაზრისით ეს უმძიმესი განაჩენია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენ გვაყურებინეს ადამიანის წამებას

საზოგადოებას გვითხრეს, რომ გიბედავთ, რომ უყუროთ ამ წამებას, ეს იყოს თქვენი საღამოს ეთერი,  - განაცხადა  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროების შესახებ. 

მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროება მრავალი თვალსაზრისით არის პრობლემური. 

"ძალიან მძიმე იყო ამის ყურება და ეს სიმძიმე არ გამნელებია. ბევრი თვალსაზრისით ეს უმძიმესი განაჩენია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გუშინ გვაყურებინეს ადამიანის წამებას. რატომ წამებას? ამ ადამიანს იქ შანთებით არავინ დასდევდა, მაგრამ ის მდგომარეობა, რომელშიც არის პაციენტი სააკაშვილი, ეს არის დროში გაწელილი წამების პროცესი, რომლის მიზანი არის მისი წამებით მოკვდინება. 

ჩვენ დავინახეთ რა ფიზიკურ მდგომარეობაშია და ასევე რა ემოციურ მდგომარეობაშია. ის ავადმყოფობა, რაც აქვს სააკაშვილს, ვაკეთებ მედიკოსების ციტირებას, ეს არის ფსიქო-ფიზიოლოგიური, შესაბამისად,  ამ ადამიანის სტრესში გამოყვანა და გადარჩენა  შეუძლებელია, სტრესი ღრმავდება ყოველწუთიერად. ჩვენ გუშინ ვუყურეთ ადამიანის წამებას, ეს თავისთავად კატასტროფაა, როდესაც სახელმწოფო ადამიანს აწამებს, რაც უნდა დამნაშავე იყოს. მე არ ვიხილავ დანაშულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს წამების მისჯა. 

ჩვენ, საზოგადოებას გვითხრეს, რომ ჩვენ თქვენ გიბედავთ იმას, რომ თქვენ უყუროთ ამ წამებას, ეს იყოს თქვენი საღამოს ეთერი, ამას უყურონ თქვენმა შვილებმა, ეს იყოს ნორმალური ქართული საზოგადოებისთვის“,  - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ  შეიწყალა თავად მიხეილ სააკაშვილი,  მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რომ დაეჭირათ, მაშინ აუცილებლად შეიწყალებდა. 

"როგორ შევიწყალებდი მე მაშინ სააკაშვილს, რომელიც დაკავებული არ იყო?“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები