"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მიზეზად დებუტატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ.

"დღეს ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას. მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრებთან ჯდომა ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს, უნდა დაინგრეს. ამიტომ ევროპული მომავლისთვის ერთადერთი გზა გადის თავისუფლებასა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას და „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნას, რადგან ისინი კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ“,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მათი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი არ აპირებენ ხელისუფლების გვერდით ჯდომას და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

უახლესი ამბები