სტოლტენბერგი - პუტინი გრძელვადიან ომს გეგმავს

პუტინი მზად არის გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშების განხორციელებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს ომიც სხვა ომების მსგავსად მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

"რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ჩვენ ვხედავთ რომ ისინი გადაჯგუფებას ცდილობენ, რათა ახალი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ. დიდი ალბათობით, ეს ომი დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ ნებისმიერმა გამოსავალმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. ამის მიღწევის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები