რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში

მინდა, ჩემი ხმა შევუერთო ამ ძალისხმევას, საერთაშორისო მომენტს და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მთავრობოთაშორის შეთანხმებაზე, რომელსაც ძალიან მალე მოვაწერთ ხელს, ეს შეთანხმება იქნება იმ გადაუდებელი საჭიროების პასუხი, რომელიც გულისხმობს მწვანე ენერგიის მიღებას, ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ქალბატონო ურსულა, თქვენი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ამ შეთანხმებას ევროკავშირის დაკავშირებადობის კონტექსტში, კრიზისის დროს ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენი პოტენციალი, რესურსები გავაერთიანოთ. რუმინეთი ერთგულია კაპიტალდაბანდების იდეისადმი როგორც ენერგოინფრასტრუქტურის  კუთხით, ასევე ჩვენი პარტნიორობის მიმართულებით ენერგოუსაფრთხოების ნაწილში, როგორც რუმინეთის ასევე მთელი რეგიონის კონტექსტში. ამის შედეგად რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს ჩვენ პარტნიორ და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც, - ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო,  გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში.

"შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო,  გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას  რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე კოვიდის პანდემიით და ინფლაციური წნეხით  იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონალური შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებული ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს ერთის მხრივ და ევროპას შორის მეორეს მხრივ. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ევროკავშირს და საერთაშორისო  პარტნიორებს ვუჩენთ  ჩვენს მნიშვნელობას  და ჩვენ ასევე 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრ  ვალდებულებებს ვასრულებთ, მწვანე პაქტის-მწვანე შეთანხმების კონტექსტში.  რუმინეთი აპირებს რომ მთავრობოთაშორისი შეთანხმება გადაიტანოს ქმედებაში და აქვე ვუხდი მადლობას პარტნიორებს მათი ძალისხმევისთვის, თანამშრომლობისთვის  და ამ ოთხმხრივი შეთანხმების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების  ხელმოწერისთვის. ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მივესალმები იმ წინსვლას რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს, 2023 წლის დასაწყისში ეს იქნება კიდევ ერთი ძალისხმევა ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგოუსაფრთხოების კუთხით. მადლობას ვუხდი ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ ორმხრივი და რეგიონალური   გადაწყვეტის დამუშავების და ძალისხმევის  განხორციელებისთვის. დიდი მადლობა,“- განაცხადა რუმინეთის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები