ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. 

მათი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა. 

აქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის ინიციატივით იმართება.

"მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ რუსებს და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილს აი ასე, მოუწევს ყოველთვის აიფაროს თავის სახლთან ათეულობით და ასეულობით პოლიციელი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავგანწირვით და ამის მაგალითი მოგვცა მიხეილ სააკაშვილმა",- განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

აქციაზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, შეუერთდება ყველა აქციას, სადაც რუსი ოლიგარქის დასრულებაზე იქნება საუბარი.

"მე შევუერთდები ყველა აქციას, სადაც საუბარი იქნება რუსი ოლიგარქის დასრულებაზე. მე ვიქნები ყველა პროტესტის მონაწილე და მე ვიქნები ჩემ ქართველ ხალხთან ერთად თანამონაწილე რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების. მე დარწმუნებული ვარ, დღეს ამ აზრზეა საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი და ამ პოლიციელების უმრავლესობას ერთი სული აქვს ოპოზიციასთან გადაიღოს ფოტო, რომ მერე წავიდეს მექსიკის გავლით ამერიკაში და მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, ეს ადამიანები მონებად აქცია ივანიშვილმა, არცერთს უნდა ის, რასაც აკეთებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები