მეუფე გრიგოლი - ყველამ იცოდა ვინ დაიწყო ომი და შესაბამისად, სავსებით მართლზომიერია ჰააგის გადაწყვეტილება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ჰააგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ომი რუსეთმა დაიწყო. 

"ჰააგის სასამართლომ ეს დასკვნა გამოიტანა, ამან დამატებით დაადასტურა ის, რაც ისედაც ვიცოდით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მე ეჭვი არ მეპარება მაგაში. 

ყველამ იცოდა ვინ დაიწყო ომი, ჩვენ არავის ტერიტორიაზე შევსულვართ და შესაბამისად, სავსებით მართლზომიერია და არავითარ ეჭვს არ იწვევს ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ჰააგამ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები