ბათუმში, რესტორან "ვოქსის" ტერიტორია ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა

ბათუმში, რესტორან "ვოქსის" ტერიტორია ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.

ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. 

რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი  მიზეზი უცნობია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ათამდე ეკიპაჟი მთელი ღამე მუშაობდა.

ცეცხლმოკიდებული შენობის გარდა, ევაკუაცია განხორციელდა ირგვლივ მდებარე შენობებიდან, რადგან ქარის გამო, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა. 

ცეცხლი რესტორანში, რომელიც მაღალსართულიანი შენობის ბოლო ორ სართულს იკავებს, გვიან ღამით გაჩნდა. 