ქობულეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ ბოიკოტი გამოაცხადა

ქობულეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრები საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ.

მათი თქმით, ისინი დღეიდან ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.

"ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და პირადად ვლადიმერ პუტინი ხელისუფლების აღსრულებით სიკვდილით სჯიან მესამე პრეზიდენტს. მაშინ, როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის საკითხით, მიზნების მისაღწევად კონკრეტულ რეფორმებს ატარებდეს, გვეუბნებიან, რომ ევროპელების რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და ყოველდღიურად მიზანმიმართულ შურისძიებას და პოლიტიკურ ანგარიშოსწრებას ახორციელებენ. ჩვენ დღეიდან გადავდვივართ ბოიკოტის რეჟიმში.

ჩვენ არ ვაპირებთ კაბინეტებიდან ვუყუროთ როგორ ინგრევა ქვეყნის მომავალი, გვართმევენ ევროპულ პერსპექტივას, როგორ კლავენ მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადეს ფრაქციის წევრებმა ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები