მამუკა ყურაშვილი - გენერალი ჩაჩიბაიას კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, როგორ აღმოჩნდა საერთოდ გორში 18 აგვისტოს და რატომ აცვია სამოქალაქო ფორმა?

2008 წელს საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის დროს დაღუპულების მიტოვების შესახებ განცხადებები ცილისწამებაა. 

"კვირის ფორმულასთან" ინტერვიუში ყურაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის თავზე ყველა დაღუპული გამოყვანილი იყო.

"ყოვლად მიუღებელია, ერთ-ერთი იყო, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ღამის ცხინვალი გავაღვიძეთ. გამოჩნდა, ვინ გააღვიძა. ბოლო რაც დარჩა, ეს ყბადაღებული თემა დაღუპულების მიტოვებასთან დაკავშირებით, სრული ცილისწამებაა. ერთი თვის თავზე ყველა გამოყვანილი იყო. ოპერაციას ვხელმძღვანელობდი პირადად მე, ჩემი პირადი თხოვნით, ამაში ჩართული იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი კოტე ყიფიანი. კოტე ყიფიანმა მოახერხა გორში კომუნიკაცია ვიაჩესლავ ბორისოვთან, სამხედროებს ჩვენ არ ვენდობოდით და სახალხო დიპლომატიის მხრიდან შემოვედით და პირველი ეტაპი მთლიანად კოტეს ხელმძღვანელობით იყო. ამას კურირებდა გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ზაზა გოგავა. შეუთანხმებლად ნაბიჯს არ ვდგამდი ისევე, როგორც საქმის კურსში იყო თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. უშუალო კონტროლზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაღუპულის თავისი მეთაური ჰყავს, იყო პასუხისმგებლობა. ჩვენი დაღუპულები უნდა გამოგვეყვანა", - განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, დაღუპულების გამოყვანის მეორე ეტაპზე ჩაერთო საპატრიარქო და უშუალოდ პატრიარქო. როგორც ყურაშვილი აღნიშნავს, დღეს არის მცდელობა ეს პროცესი გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიაწერონ, რომელიც ახლა "ქართული ოცნების" რიგებშია და პარლამენტის დეპუტატია. 
ყურაშვილის თქმით, ჩაჩიბაიას რამდენიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

"მას არაფერი გაუკეთებია. გენერალი ჩაჩიბაიას კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - თუ როგორ აღმოჩნდა საერთოდ გორში 18 აგვისტოს და რატომ აცვია სამოქალაქო ფორმა. გენერალმა ჩაჩიბაიამ უნდა დაასახელოს უშუალო სამხედრო მეთაური, ვისი ბრძანებით იყო იქ მივლინებული და საომარი მოქმედებების დროს, ვისი ბრძანებით გაიხადა სამხედრო ფორმა და როგორ ამოეფარა პატრიარქის კაბას. რატომ ჩააყენა პატრიარქი დარტყმის ქვეშ და არანაირი დაცვა პატრიარქს არ სჭირდებოდა. მეორე, ბორისოვმა და FSB-მ ვერ იცნო ჩაჩიბაია? რა თანამდებობაზეა - განათლების დეპარტამენტის სარდალი, რომელიც ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყო ჩემთან. მე ბრძანება არ გამიცია. გენერალ გოგავას არ გაუცია ბრძანება. თავდაცვის მინისტრს ბრძანება არ გაუცია და არც ერეოდა სამხედროების საქმეში, გადამკვდარი იყო და როგორც უბრალოდ ჯარისკაცი დარბოდა იქ თავდაცვის მინისტრი. ვისი ბრძანებით აღმოჩნდა იქ? არის ფოტო, სადაც არის ბორისოვი, კათოლიკოს პატრიარქი და გვერდზე უდგას ჩაჩიბაია", - განაცხადა ყურაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები