ელენე ხოშტარია - ჩვენ, სამი პარტია ვაპირებთ, ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ

უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, უნდა დაეკისროთ საერთაშორისო სანქციები, უნდა გამოიწეროს დაკავების ორდერი მათ მიმართ. ასევე, საჭიროა რეპარაციები, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"ყველა ქართველს, ყველა დევნილს, 2008 წლის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრს, ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს, მათ შორის, უკრაინაში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ვულოცავ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ორი ომი, 2008 წლის და უკრაინის, ორივე რუსეთის აგრესიის შედეგად მოხდა. დღეს ამ გადაწყვეტილებით აღდგა ისტორიული სამართლიანობა. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ 2008 წელსაც რუსეთი იყო თავიდან ბოლომდე დამნაშავე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

აქვე აღვნიშნავ, ჩავარდა "ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები, დაედანაშაულებინა საქართველო ომის დაწყებაში. ის, რომ ამ ეპიზოდებში საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და „ოცნებამ“ ერთობლივად შემოგვახვიეს თავს, არის დამსხვრეული. 

არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ „ოცნება“ გადადგამს პოლიტიკურად და სამართლებრივად საჭირო იმ ნაბიჯებს, რომლებიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებაა მოსაცილებელი იმისთვის, რომ ვიმუშაოთ და ჩავჯდეთ ამ პარადიგმაში, თუმცა მანამდე ჩვენ, სამი პარტია ვაპირებთ, ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ. 

უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, უნდა დაეკისროთ საერთაშორისო სანქციები, უნდა გამოიწეროს დაკავების ორდერი მათ მიმართ. ასევე, საჭიროა რეპარაციები. შეიძლება ეს იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა მოხდეს კონკრეტული რეზოლუციების ინიცირება. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა გავამყაროთ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დამდგარი რეალობა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები