გიორგი ვაშაძე - ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის.

"ამ საკითხში მის ჩართულობას მივესალმები. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რამდენად რთულია სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობას ვუხდი ზელენსკის, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას“, მათი განცხადებები არაადამიანობის დამადასტურებელია. მათთვის პრობლემა არც ადამიანის ჯანმრთელობაა, არც ის, რომ პრეზიდენტი ციხეშია და მისი მდგომარეობა შეიძლება, დამძიმდეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება. თუ ასე წავალთ, მაშინ ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეიძლება მიიჩნიონ, რუსეთის ქმედებების გარდა. ირაკლი კობახიძემ დღისით მზისით თქვა, რომ რუსეთი მტერი არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები