ეკა ხერხეულიძე - ვურჩევდი, ყველაზე გავლენიან ადამიანს მოუსმინონ, თუ სურთ, საქართველო ჩადგეს გავლენიანი ქვეყნების რიგში

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის თავს კიდევ უფრო სუსტად გრძნობს. 

"ამ დროისთვის ტემპერატურა აქვს 38, არის კიდევ უფრო სუსტად, ვიდრე აქამდე, კვების თვალსაზრისით პრობლემებია, მას არ შეუძლია საკვები მიიღოს და უფრო და უფრო უჭირს. 

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება გახლავთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული განცხადება, ვინაიდან ეს გახლავთ გმირი პრეზიდენტი, ომში მყოფი პრეზიდენტი და მისი განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველია საქართველოს ხელისუფლებისთვის. მე მათ ვურჩევდი, ყველაზე გავლენიან ადამიანს მოუსმინონ, თუ მათ სურთ, საქართველო ჩადგეს გავლენიანი ქვეყნების რიგში. ეს არის არაა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, ჩემი პოზიციაა, ის არის ძალიან სუსტად და ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია, რა თქმა უნდა, არ ვიცი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები