ანრი ოხანაშვილი - რა დიაგნოზი აქვს, რას ვერ აწვდიან აქ და რას მიაწვდიან საზღვარგარეთ? ეს ყველაფერი არის გამოგონილი, აბსურდული ნარატივი

მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას მსჯავრი აქვს დადებული მძიმე დანაშაულების ჩადენაზე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა დაცული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ სამკურნალოში. მიეწოდება ყველა სერვისი. მას ჰყავდა 1 500 ვიზიტორი. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის და მსჯავრს იხდის, მაგრამ მას იქ ყოფნა არ მოსწონს და უნდა გათავისუფლდეს, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, თუ საკითხს ასე მიუდგება, მაშინ უნდა გამოვუშვათ. ეს არ არის სწორი. ამ საკითხს წყვეტს სასამართლო, კანონი და არა ჩვენ. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. 

რა სერვისი სჭირდება, რასაც ვერ იღებს აქ და მიიღებს საზღვარგარეთ? სრული აბსურდია, რაზეც საუბრობენ. რა დიაგნოზი აქვს, რას ვერ აწვდიან აქ და რას მიაწვდიან საზღვარგარეთ? ეს ყველაფერი არის გამოგონილი, აბსურდული ნარატივი. წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი და პროპაგანდა, რომ თურმე, იმის გამო, რომ ვერ იტანს სამკურნალო დაწესებულებას, ამის გამო სადღაც უნდა იყოს გაყვანილი, ციხეშიც კი არ არის“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები