ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს 2022 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს" 2022 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

სხდომას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი თავმჯდომარეობდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ასევე, ონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმა რომლის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქალებისა და გოგონების, ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სხვა ბავშვების მსგავსად თანაბარი უფლებების და მოპყრობის რეალიზება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკაშირებული ნებისმიერ ქმედებაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.

შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა აბილიტაცია და რეაბილიტაციის მხარდაჭერა.

დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

- შშმ პირების ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

- შშმ პირთა მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, შეხვედრაზე საბჭოს წევრებს ახალი წევრი თამაზ გოგლიძე გააცნო და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ასევე, ყურადღება გაამახვილა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს" მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარების საკითხებზე. მერის განცხადებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს საბჭოს მუშაობის პროცესში.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა პატივისცემით გაიხსენეს აქტიური წევრი ვეფხო გუგეშაშვილი, რომლის ჩართულობითაც მუნიციპალიტეტში ბევრ სასარგებლო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები