ზელენსკი უკრაინაში დაბრუნებამდე დუდას შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთსაც ეწვია, სადაც თავის კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდა.

"სახლში მიმავალი შევხვდი უკრაინის მეგობარს - პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ჩვენ შევაჯამეთ ერთი წლის შედეგები, რომელმაც ისტორიული გამოწვევები მოიტანა ფართომასშტაბიანი ომის გამო", - წერს პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, მხარეებმა სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და 2023 წელს საერთაშორისო დონეზე ურთიერთქმედებები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები