გია ცაგარეიშვილი - ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის ყველა მსხვერპლი მორალურად არ იქნება დაკმაყოფილებული, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება

დღეს პატიმარ სააკაშვილს აქვს ყველანაირი უფლება, რაც კი შეიძლება პატიმარს ჰქონდეს და ათასჯერ უფრო მეტიც, ვიდრე დანარჩენ 9 ათასს პატიმარს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

"თუ ჩვენ არ მივეჩვევით იმას, რომ კანონის წინაშე ნებისმიერი პატიმარი და მოქალაქე არის თანასწორი, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის ყველა მსხვერპლი, მორალურად არ იქნება დაკმაყოფილებული, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება.

პროკურორი გრიგალაშვილი, რომელმაც საშინლად აწამა და გაასამართლა სულხან მოლაშვილი, მე და ჩემს თანამებრძოლებს გვემუქრება, რომ დავბრუნდებით და ბოძებზე გაგაკრავთ და ჩამოგკიდებთო. სანამდე ეს არ დასრულდება, არაფერი გვეშველება. აქ შურისძიებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია კანონის ზეიმზე“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები