გიორგი მარგველაშვილი - ან ხარ სადისტი და კრიმინალი, იმიტომ, რომ აწამებ ადამიანს, ან უბრალოდ ამბობ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს სწორი ფორმით

ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს სადისტა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველოში ჩადენილ იქნეს სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ პატიმრის წამებით მოკვდინება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს წერილი არის ისტორიის წინაშე თავის მართლების მცდელობა.

"ამ წერილს აქვს რამდენიმე დანიშნულება. პირველი არის ის, რომ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს- სადისტა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველოში ჩადენილ იქნეს სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ პატიმრის წამებით მოკვდინება. ეს არის აქ განსხვავება, ან ხარ სადისტი და კრიმინალი, იმიტომ, რომ აწამებ ადამიანს, ან უბრალოდ ამბობ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს სწორი ფორმით. ეს არის ისტორიის წინაშე ჩვენი თავის მართლების მცდელობა. იმიტომ, რომ რაც დღეს ხდება, ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც პირველი პრეზიდენტი მოვკალით, არ გვაძლევს კარგ შანსს ისტორიის თვითშეფასების კონტექსტში და მცირე, მაგრამ მცდელობაა, გავიმართლოთ თავი ისტორიის წინაშე.

მე არ მაქვს ილუზია, რომ რამე უნდა მოვუწოდო ან ბიძინა ივანიშვილს ან "ქართულ ოცნებას", ილუზია, რომ ეს განცხადება გავლენას მოახდენს და გამოაშვებინებს, არ მაქვს. მე მაქვს იმედი პროცესის, რომელიც დღეს უბრალოდ დაიწყო და გაღრმავდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და 130-ზე მეტმა ყოფილი თანამდებობის პირმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები