გიორგი მარგველაშვილი - თუ ოდესმე გიბრძოლია რამე ღირებულებისათვის, ვერ იტყვი, არ აწამონ გირგვლიანი და სააკაშვილი აწამონ

შენ თუ გიბრძოლია მართლა სიმართლისთვის, მართლა ადამიანის უფლებისთვის, მართლა ჩაგრულის დაცვისთვის, შეუძლებელია შენ ის მოგწონდეს, რასაც სააკაშვილს დღეს უკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის წამება მოსწონთ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის დროს თვითონ აწამებდა. მე ვისაც ვიცნობ, სააკაშვილზე გაბრაზებულები ისინი არიან, ვინც სააკაშვილის დროს ან ფულს აკეთებდა, ან რაღაცა თანამდებობა ჰქონდა და მერე რაღაც მომენტში ან გადახტა, ან გადმოხტა, მერე მიშასთან გაუფუჭდა ურთიერთობა. 

მარტივად შემიძლია გითხრათ, შენ თუ ოდესმე გიბრძოლია რამე ღირებულებისათვის, შენ ვერ იტყვი, მოდი, რა არ აწამონ გირგვლიანი და მერე იტყვი, სააკაშვილი ახლა აწამონ. არ მჯერა ამ ადამიანების", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები