ანა წითლიძე - მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

"პირველ რიგში, მინდა შობა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როცა დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს და ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ, მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

დეპუტატი დღეს ექიმებმა მოინახულეს, მათი თქმით, მდგომარეობა უკვე საშიში ხდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები