მეუფე ნიკოლოზი - არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში და ამიტომ ყველას მოვუწოდებ მოწყალებისაკენ

თუ ჩვენი მოსახლეობა, თუ რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, იმკურნალოს და თუ ეს ამ ქვეყანაში ვერ ხერხდება, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ. 

"ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ ეს ამ ქვეყანაში არ ხერხდება ეს მოხდეს უცხოეთში და აუცილებლად უნდა მოხდეს.

ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში და ამიტომ მე ყველა ადამიანს, ყველას მოვუწოდებ მოწყალებისაკენ. თუ ჩვენი მოსახლეობა, თუ რიგითი ადამიანები, სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს მას ჩვენი მხრიდან სჭირდება, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები