ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 4 იანვარს  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.

ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ბავშვებთან ერთად აანთო. ქალაქის მერმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ასევე განათდა საახალწლო ილუმინაციებით მორთული ქალაქის ქუჩები.

გასართობი სანახაობები ჭიათურაში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყო გათამაშებები, გაიცა პრიზები გაშუქდა გრინჩის თავგადასავლის ვიდეოკოლაჟი და საახალწლო თემატიკის ვიდეო ჩანაწერი. 

მოეწყო სანტას ფოტო კუთხე სასაჩუქრე ყუთებით და დეკორაციებით. მოიხატა საახალწლო ტკბილეულები. ელფებისა და სხვადასხვა საახალწლო პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილმა ანიმატორებმა ბავშვების გართობაზე იზრუნეს.  გაიმართა კონცერტი, რომელშიც ქალაქის შემოქმედებითმა სტუდიებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნაძვის ხის ანთება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები