გიორგი ვაშაძე - ფულის კეთებამ ბოლომდე გახრწნა და გააფუჭა თითოეული მათგანი და ამ ტიპის გახრწნილ ადამიანებთან გვაქვს საქმე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე სახე დაკარგეს.

"მე რომ ვხედავდე ზურაბიშვილში განსაკუთრებულ ნებას, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დასრულდეს ეს უბედური პროცესი, მაშინ ვიტყოდი, რომ რაღაც შანტაჟს აქვს ადგილი, მაგრამ შანტაჟი რანაირად უნდა ხდებოდეს, როცა მე ვერ ვხედავ ვერანაირ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. რაც მალე დავამთავრებთ ამ ილუზიებს, უკეთესი იქნება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს, ამ ადამიანებმა უკვე სახე დაკარგეს, ადამიანობა საერთოდ დაკარგეს. ფულის კეთებამ ბოლომდე გახრწნა და გააფუჭა თითოეული მათგანი და ამ ტიპის გახრწნილ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ჯერ რა ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ, როგორ ელაპარაკებიან საზოგადოებას, მაგრამ მე მათ ვეუბნები: თქვენი დასასრული ძალიან ახლოს იქნება, მოახლოებულია და ამ ყველაფერს ჩვენ, როგორც საძულველ წარსულს, ისე გავიხსენებთ ხოლმე. მოგვიწევს ამის გახსენება, მაგრამ შურისძიების მსხვერპლი თქვენ არ იქნებით, რადგან ჩვენს გულში შურისძიება მაინც არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის მარკ ფეიგინის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა, გიორგი ვაშაძის თქმით, საინტერესო მოწოდებაა და მიესალმება საერთაშორისო დონეზე ამხელა გამოხმაურებას.

"დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბება მსოფლიოს დედაქალაქებში. ერთ-ერთი წნეხი, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს მსოფლიო ლიდერებზე, არის ის მოქალაქეები, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლების და დემოკრატიის იდეას მთელ ცივილიზებულ სამყაროში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები