ორბანი - ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ ის "პროუნგრულია“.

"კითხვაზე, ისტორიის რომელ მხარეს ვართ, კარგის თუ ცუდის, პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ დაინტერესებული ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენით და იმით, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რუსეთთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობა დავთმოთ“, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები