კელი დეგნანი - ზოგჯერ რჩება განცდა, ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე

ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო. არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში და დიდი ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად. ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ. საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული სახალხო დამცველი ჰყავდა ნინო ლომჯარიას სახით. 

ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა სახალხო დამცველი. ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება", - განაცხადა კელი დეგნანმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები