გიორგი მარგველაშვილი - ქართული საზოგადოება ერთიანდება ორი ძალიან მარტივი მოთხოვნის ირგვლივ

საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს  მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. 

მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ განცხადებაზე ხელმომწერები წერეთლის 114-ში, "კოკა კოლას" ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.

ადგილზე იმყოფე მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

"ქართული საზოგადოება ერთიანდება ორი ძალიან მარტივი მოთხოვნის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს ადამიანის წამება, წამებით სიკვდილი, ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება და მეორე - რომ საქართველოში ჩვენი ახალი ისტორიის ბოლო 30 წელში მეორედ რუსების დავალებით, არ მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი. ეს ორი ძალიან მარტივი თემის ირგვლივ ხდება საზოგადოების გაერთიანება ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, მორალური პოზიციიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები