რუსეთის გაერო-დან გარიცხვის პეტიციამ საჭირო ხმების ორი მესამედი უკვე მიიღო

რუსეთის გაერო-დან გარიცხვის პეტიციამ მისი განსახილველად საჭირო 300 000-დან 200 000 ხმა უკვე მოიპოვა.

პეტიცია გლობალურ პლატფორმაზე Change.org-ზეა განთავსებული.

მოძრაობა "გააგდე რუსეთი გაერო-დან!" აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არალეგიტიმურად იკავებს ადგილს როგორც გაერო-ში, ასევე უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის.

"გაერო-ში არსებული სტატუსის მიხედვით, რუსეთი არც უშიშროების საბჭოს წევრია და არც გაერო-ს წევრი, რადგან მას არ გაუვლია გაერო-ში გაწევრიანების პროცედურა გაერო-ს წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად. წესდებაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობს, რუსეთი კი საერთოდ არ არის ნახსენები“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები.

მათი აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევა საერთაშორისო საზოგადოებაში მშვიდობასა და წესრიგს აღადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და მთლიანად ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის ინიციარება მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები