მამუკა მდინარაძე - რატომ ვერ ამბობს კატეგორიულად, გადაჭრით, იგივე ტონით და რიხით, როგორც შარშან, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს - ამას აქვს ორმხრივი მიზეზი

აქციაც ყოფილა მისი რეზიდენციის წინ, გარედან და შიგნიდან მოწოდებებიც ყოფილა და ეს თურმე ზეწოლა არ არის და ზეწოლა არის მხოლოდ გაუბედურებული ოჯახების მოწოდება, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველი "ქართულ ოცნებასაც“ კი არ ჰყავდა. "ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გარდა, იქ იყო ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი არ მოსულიყო საქართველოს პრეზიდენტად. ამ ფონზე წარმოუდგენელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მისი ამომრჩევლის დაკვეთა იყოს სააკაშვილის შეწყალება, როდესაც მის წინააღმდეგ აქვს ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ხმა მიცემული.

ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების უმძაფრესი რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის, რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა, კიდევ უფრო მძაფრი, როგორც გარე ძალებისგან, ასევე "ნაციონალური მოძრაობისგან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გაღიზიანება მისთვის მოულოდნელი იყო.

"რატომ არის ზეწოლა ის ერთდღიანი, აბსოლუტურად უწყინარი აქცია, როდესაც გაუბედურებული ოჯახების წევრები მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა სააკაშვილი, ხოლო თვეების განმავლობაში დალაგებული კამპანია, რომ შეეწყალებინა სააკაშვილი, რატომ არ არის ზეწოლა? როდესაც არასამთავრობოებს მოუწოდებს ორსაათიანი აქციის გაკრიტიკებისკენ, რატომ არ მოუწოდებს იგივეს თვეების განმავლობაში მის მიმართ არსებული მოწოდებების გამო?

მართალი გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის რეაქცია და გაღიზიანება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. გასაგებია, ეს რომ ვიღაცამ ჩვეულებრივ ურთიერთობაში თქვას, მაგრამ პრეზიდენტმა, რომელიც თავისი რეზიდენციის წინ გამოდის, ხალხს ასე ნამდვილად არ უნდა მიმართოს. რატომ მომივარდით - ამის ბევრჯერ გამეორება არის აბსოლუტურად მიუღებელი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. არ გამოვტოვოთ კიდევ ერთი თემაც: ზურაბიშვილი ნამდვილად გვახსოვს განაწყენებული 2007 წელს, როდესაც ის სააკაშვილმა თანამდებობაზე აღარ გააჩერა და ის სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ 2011-2012 წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე აქტიური ბრძოლა დაიწყო, საერთოდ არ ცხოვრობდა საქართველოში, თუ სწორად მახსოვს... სალომე ზურაბიშვილი დაუბრუნდა პოლიტიკას მას შემდეგ, რაც ყველაფერი ნათელი გახდა, "ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილმა თავისი სიცოცხლის და ოჯახის რისკის ფასად შეძლო რეჟიმის შეცვლა ქართველ ხალხთან ერთად. ახლა კომპრომატად იმის გამოყენება, რომ ვიღაც „ქართუში“ მუშაობდა, არასწორია მისი მხრიდან. არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობს. პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ გია მაისაშვილი როცა 2004 წელს ჭადრაკის სასახლესთან აქციას ატარებდა, იქაც გახლდით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვინ რამდენ აქციაზე იყო, სად მუშაობდა, რატომ მუშაობდა - ასე წარსულზე აპელირება ზედმეტია.

"რაც შეეხება მთავარ კითხვას - რატომ ვერ ამბობს კატეგორიულად, გადაჭრით, იგივე ტონით და რიხით, როგორც შარშან, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს - ამას აქვს ორმხრივი მიზეზი. პირველი - მან ზუსტად იცის ხალხის რეაქცია. ყველამ ვიცით, რომ 2008 წლის ომის დაწყებაზე რომ რუსეთს ხელი მოუწერა, ქართველ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული - ეს არის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. რეჟიმის შექმნა, თითოეული მოკლული ადამიანი მის კისერზეა და სალომე ზურაბიშვილს ეშინია ხალხის მძაფრი რეაქციის. მეორე მიზეზი არის, რომ მას აქვს გარკვეული ზეწოლა, შეიძლება ქვეყნის გარედანაც, იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ამას ყველანი ვხედავთ. ამ ორ ცეცხლს შუა არის პრეზიდენტი. რატომ არის ზეწოლა ის ერთდღიანი, აბსოლუტურად უწყინარი აქცია, როდესაც გაუბედურებული ოჯახების წევრები მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა სააკაშვილი; ხოლო თვეების განმავლობაში დალაგებული კამპანია, რომ შეეწყალებინა სააკაშვილი, რატომ არ არის ზეწოლა? როდესაც არასამთავრობოებს მოუწოდებს ორსაათიანი აქციის გაკრიტიკებისკენ, რატომ არ მოუწოდებს იგივეს თვეების განმავლობაში მის მიმართ არსებული მოწოდებების გამო?“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები