იტალიის პრემიერი-მინისტრი - იტალია მზადაა სამშვიდობო შეთანხმების გარანტი გახდეს

იტალია მზად არის იმოქმედოს როგორც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გარანტი. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს 2023 წლის თებერვალში ამზადებს, - ამ საკითხზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"იტალია მზადაა სამშვიდობო პროცესის გარანტი გახდეს. ამიტომ ვგეგმავ კიევში ვიზიტს თებერვლის ბოლომდე, რადგან მიმაჩნია, რომ 24 თებერვალი - ერთი წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, არის თარიღი, როდესაც შეიძლება იყოს გარკვეული ინიციატივები“, - განაცხადა მელონიმ.

მისი თქმით, საჭიროა ძალისხმევა, რომ მივიღოთ სიგნალები ორივე მხრიდან, მაგრამ "დიდი სიგნალები რუსეთიდან არ არსებობს". 

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი "გააცნობიერებს უზარმაზარ შეცდომას“, რომელსაც უშვებს, იქამდე კი იტალია დაიცავს უკრაინას.

"ჩვენ დავიცავთ უკრაინის საერთაშორისო უფლებებს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, - აღნიშნა მელონიმ.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯო მელონიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

საუბრის დროს მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა "იტალიის მაქსიმალური ერთგულება ყველა ქმედებაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად" და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის საკითხზე ისაუბრა.

უახლესი ამბები