ბექა ოდიშარია - მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ კაციჭამიები არ შეეწყალებინა

მილიონ ორასი ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ უჭერდა სალომე ზურაბიშვილს მხარს, რომ, არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც კაციჭამიებს შეიწყალებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

"მეც, მათ შორის, ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად უდიდესი ამაგი მაქვს მისი კამპანიისას და ამას, რა თქმა უნდა, არა დაყვედრებით ვიძახი, არამედ გვსურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პრინციპული პრეზიდენტი. 

ახლაც მისი უფლებაა შეხვდეს გინდა ნიკანორ მელიას და გინდა ხაბეიშვილთან გამართოს ბილატერალური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საზოგადოება, ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იყო მისი მხარდამჭერი და მეტსაც გეტყვით, მილიონ ორასი ათასი ადამიანი იყო, სწორედ იმიტომ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, რომ არ მოსულიყო ემანდ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სწორედ შეიწყალებდა მეგის ქარდავადან დაწყებული სხვა კაციჭამიებით დამთავრებული“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები