"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების მონახულების შეზღუდვაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ნახვა აუკრძალა, არ ვიცი, როგორ შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაცია იქ ჩერდებოდეს...", - წერს მამულაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.