ნიკა გვარამია - სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა

სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს და სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან სასამართლოზე რაიმე კუთხით აპელირება, ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.

"სააკაშვილის სასამართლოზე

როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი (თუ არა - მრავალთვიანი) გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია;

როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, რამდენად დაუყოვნებლივი უნდა იყოს სასჯელის გადავადება, მოსამართლის უარი სწრაფ განხილვაზე, წინასწარი და არაორაზროვანი აღიარებაა იმის, რომ მოსამართლე არ იზიარებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეს და აქედან გამომდინარე, მისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას;

როცა სასჯელაღსრულება შეკითხვებს სვამს არა საექსპერტო დასკვნის არსებით საკითხებზე, არამედ საპროცესო ფორმალობების დაცვაზე და მტკიცებულების დამაგრების სისწორეზე, წინასწარ ცხადია, რასაც იზამს მოსამართლე - შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ყველა უცხოელი ექსპერტის დასკვნას არასათანადო მტკიცებულებად აღიარებს და არც კი იმსჯელებს მათ შინაარსზე;

მთავარი, რაც უნდა ითქვას, სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს და სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან სასამართლოზე რაიმე კუთხით აპელირება, ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა. დროის, რომელიც სააკაშვილს არ აქვს", - წერს გვარამია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები