თორნიკე შარაშენიძე - "ნაცმოძრაობამ" სააკაშვილის გამოხსნის კამპანიაში სერიოზული შეცდომები დაუშვა

"ნაცმოძრაობამ სააკაშვილის გამოხსნის კამპანიაში სერიოზული შეცდომები დაუშვა, განსაკუთრებით ის, რომ პირველი დღიდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხვალ მოკვდება. ამასობაში ერთი წელი გავიდა. ეს ცხადია ყველას ღლის მათ შორის, ყველაზე უფრო გულანთებულ მომხრეებს, რომელიც მიშას ჰყავს,“- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა. 

როგორც ექსპერტმა განაცხადა, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს და ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა მოეწამლათ. 

"თუ გაუშვებენ და მე ადამიანურად თანავუგრძნობ და მინდა რომ გაუშვან, ალბათ გერმანიაში. პოლონეთში და უკრაინაში არ გაუშვებენ იმიტომ, რომ იქ დიდი შანსია აღმოჩნდეს თავისუფლებაზე. მთავრობას რატომ ეშინია უკრაინაში ან პოლონეთში მისი გაშვების,  ფიქრობენ რომ  სულ ტელევიზიაში იქნება და ილაპარაკებს, რომ პუტინის დავალებით ივანიშვილმა მომწამლა, მაწამა და ვიღაცები დაიჯერებენ ამას. მე პირადად არ მჯერა, რომ მოწამლეს. ცუდად რომ არის ვუყურებ, მჯერა, მაგრამ მოწამვლის არ მჯერა. ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ უნდა მოეწამლათ, რაში აწყობთ მისი მოკვლა და ასეთი სკანდალი“- განაცხადა შარაშენიძემ. 

კითხვაზე, რადიკალურად შეიცვლება თუ არა 2023 წელს პოლიტიკური დღის წესრიგი, შარაშენიძე პასუხობს, რომ დღეს რაც ხდება პოლიტიკურ სივრცეში, ეს სიტუაცია აწყობს ხელისუფლებას, რადგან სანამ სააკაშვილი იქნება ციხეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე იქნება გადართული.

„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს სიტუაცია აწყობს ხელისუფლებას იმიტომ, რომ სანამ სააკაშვილი არის ციხეში, ნაცმოძრაობა გადართულია ამ თემაზე, სხვა გზა არ აქვს. ოპოზიციაც კი ცდილობს ვიღაც მესამე ძალა გამოჩნდეს, მაგრამ არ გამოსდის იმიტომ, რომ იმდენად არის მონოპოლიზირებული ყველაფერი ამ ორი ძალის მიერ, მით უმეტეს ამ ფონზე, რომ სააკაშვილი ციხეშია მესამე ძალა ელემენტარულად ვერ ხარობს. მესამე ძალას ყოველთვის უწევს დააფიქსიროს თავისი პოზიცია სააკაშვილის პატიმრობის შესახებ უნდა თუ არ უნდა და მის გარშემო ტრიალებს“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები