მამუკა მამულაშვილი - კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკას უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცოტა მეტი ანალიტიკის უნარი რომ ჰქონოდა ღარიბაშვილს, მებრძოლებს არ დაუპირისპირდებოდა. 

"ჩემთვის გასაკვირი პოზიცია ეს არ ყოფილა, არაფერი არ გამკვირვებია. უბრალოდ დაადასტურეს კიდევ ის, რომ მართულები არიან კრემლიდან და დაადასტურეს ის, რომ ხელის შეშლა უნდათ იმ კამპანიისთვის, რასაც ქართული ლეგიონი ეწევა უკრაინაში 2014 წლიდან. უბრალოდ ზედმეტად დავრწმუნდით იმაში, რომ ქართული ხელისუფლება ჩვენდა სამწუხაროდ, ეწევა კოლაბორანტულ პოლიტიკას, პირველ რიგში, საქართველოს წინააღმდეგ.

ცოტა მეტი ანალიტიკის უნარი რომ ჰქონოდა ღარიბაშვილს, არ დაუპირისპირდებოდა მებრძოლებს. ეს ბოლო თემაა, რასაც შეიძლება, შეეხოს ადამიანი, რომელიც იმართება რუსეთიდან. თავისი რეალური სახე ანახა დიდი ხნის წინ, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ეს დიდი ხანია ვიცით, ეს არ არის დემოტივაციის ფაქტორი ჩვენთვის, არის უბრალოდ ის რეალობა რაშიც, პირველ რიგში, საქართველოს უწევს ცხოვრება და დამოკიდებულება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომლებიც ახლა არის უკრაინაში. ყველაფერი ცხადია, არაფერი ახალი ამაში არ არის", - განაცხადა მამულაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები