ევროკომისიის პრეზიდენტი - გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, მოუთმენლად ველი, რომ მალე კვლავ შევხვდებით უკრაინაში

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალ წელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი საუბარი გამართა.

"პრეზიდენტ ზელენსკისთან ახალ წელს ჩემი პირველი საუბრისას უკრაინელ ხალხს გადავეცი ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები 2023 წლისთვის. ევროკავშირი მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გმირულ ბრძოლას. ბრძოლას თავისუფლებისთვის და სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერზე".

მისივე თქმით, ევროკავშირი ამ ზამთრის განმავლობაში უკრაინას გენერატორებით, ნათურებით, თავშესაფრებითა და სასკოლო ავტობუსებით დაუჭერს მხარს. ასევე გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ევროკავშირი მალე დაიწყებს ყოველთვიური ტრანშების სახით 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის გაცემას.

”მოუთმენლად ველი, რომ მალე კვლავ შევხვდებით უკრაინაში”, - წერს ლაინერი.

ფონ დერ ლაიენი უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე სამჯერ ეწვია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები