დაზვერვა - რუსეთი უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება

რუსეთმა უკრაინას ახალი მასიური დარტყმა შესაძლოა, 9-10 იანვრამდე მიაყენოს, საშუალოდ, დაბომბვის მომზადებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ავიაცია ახლა ვარჯიშობს, დაფრინავს ერთი აეროდრომიდან მეორეზე, არის ეკიპაჟების მომზადება, ასე რომ,  მიმდინარეობს მორიგი დაბომბვისთვის მზადების პროცესი“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

გარდა ამისა, როგორც დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბევრი რამ მაინც იქნება დამოკიდებული ამინდზე.

"ახლა ამინდი ნორმალურია უფრო მაღალი სიზუსტის იარაღის გამოსაყენებლად. "შაჰედები" ახლა, როგორც წესი, მუშაობენ სიბნელეში და სარაკეტო იარაღის გამოყენება შესაძლებელია დღის განმავლობაში. ახლა კი ამინდია, ყოველ შემთხვევაში კიევში, შესაბამისია“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები