როგოზინი - გთხოვთ, მაკრონს გადასცეთ ჩემი ხერხემლიდან ამოღებული ჭურვის ნამსხვრევი, ასევე უთხარით, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას

დონბასში დაჭრილმა როსკოსმოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა და სპეციალური რაზმის "სამეფო მგლების" სამხედრო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა მისი სხეულიდან ამოღებული ჭურვის ფრაგმენტი და წერილი რუსეთში საფრანგეთის ელჩს პიერ ლევის გაუგზავნა. 

როგოზინის გზავნილი დღეს მოსკოვში საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის დაცვას გადასცეს.

"ოფიციალურმა პარიზმა უღალატა დიდი დე გოლის საქმეს და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმსმელ სახელმწიფოდ იქცა. თქვენი ქვეყანა დაემორჩილა ვაშინგტონის დიქტატს და გახდა მარიონეტული სახელმწიფო ვიშის მთავრობის სტილში, რომელიც ემსახურება ნაცისტების ინსტინქტებს. ამაზე ვწერ ტკივილით, რადგან ყოველთვის მიყვარდა საფრანგეთის ისტორია, ვიცი საფრანგეთის ენა და კულტურა, პატივს ვცემ იმ დიდებულ საქმეებს, როდესაც რუსები და ფრანგები ერთად იბრძოდნენ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ.

გთხოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს გადასცეთ ჩემი ხერხემლიდან ქირურგების მიერ ამოღებული ფრაგმენტი. ასევე უთხარით მას, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას დონბასში საფრანგეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა ქვეყნების ომის დანაშაულებზე“, - წერს როგოზინი.

როგოზინი ოკუპირებულ დონეცკში 21 დეკემბერს დაჭრეს. ის ვარაუდობს, რომ ფრანგული Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის ჭურვით დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები