ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას

დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატია ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ყურადღებას, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე მაიკ მაკფოლის სტატიას გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება.

"გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, დღეს კი, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა მაიკლ მაკფოლის უმნიშვნელოვანესი სტატია. მაიკლ მაკფოლი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად, არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ მასთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ამიტომ მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი.

სტატიაში გასაგებად და ნათლად არის აღწერილი ანატომია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტი, მიხეილ სააკაშვილი არის პრაქტიკულად პუტინის პატიმარი.

მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. ის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, პუტინის „პროქსებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი რაოდენობით ფინანსური კაპიტალი დააგროვა არა საქართველოში, არამედ რუსეთში. სწორედ ამ პარტიის მმართველობაში ყოფნისას მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მაკფოლი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ  დემოკრატიაზე.

„მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიმართულებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილის დასჯა სურდა პუტინს და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მის განადგურებას საერთაშორისო საზოგადოება აღუდგეს წინ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ გაიზარდება მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები