ბაიდენი - პუტინი ჟანგბადის პოვნას ცდილობს

ამერიკის შეერთებული შტატები სკეპტიკურად უყურებს რუსეთის გადაწყვეტილებას "საშობაო ზავის“ დაწესების შესახებ, პუტინი შესაძლოა, ჟანგბადის პოვნას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"არ მინდა რეაგირება ყველაფერზე, რასაც პუტინი ამბობს. მე ეს საინტერესოდ მომეჩვენა. ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 რიცხვსა და ახალ წელს. ანუ, ახლა ვფიქრობ, ის ცდილობს ჟანგბადის მოძიებას", - განაცხადა ბაიდენმა.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.

პუტინის ბრძანებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმოქმედებს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები