მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ

ჩემი მკაფიო აზრია, რომ მან აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი. ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი კურსი, სხვა პროცესებში მეც კი ვერ ჩავერევი, ვერც შეწყალებას ვერ მოვითხოვ, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, პატრიარქის პოზიცია არის, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დადის.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, საპატრიარქო შეწყალების საკითხში არ ერევა.

"ითხოვა პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ შეწყალების უფლება, ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და იგი დათანხმდა ამაზე თვითონ და ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ, ახლა ზუსტად ამას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტიურად შეიწყალოს, თქვენ კი არ ითხოვთ, საზოგადოება. ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ.

ბევრჯერ გავაკეთე ეს განცხადება და კიდევ ვიტყვი, ჩემი მკაფიო აზრია, რომ მან აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი. ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი კურსი, სხვა პროცესებში მეც კი ვერ ჩავერევი, ვერც შეწყალებას ვერ მოვითხოვ. 

პატრიარქის პოზიცია არის ის, რომ მე დავდივარ აქ და მე ვახმოვანებ ჩემს აზრს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები