ბორელი ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, მომიტინგეების სიკვდილით დასჯა შეწყვიტოს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯა.

"სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, ის არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე - მუჰამედ მაჰდი და მუჰამედ ჰოსეინი ირანში სიკვდილით 7 იანვარს დასაჯეს.

მსგავსი სიახლეები