კასიანოვი - უკრაინამ საქართველოს ადრე გადაცემული "ბუკის" სისტემის დაბრუნება სთხოვა

კიევმა თბილისს 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი.

"უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე", - აცხადებს კასიანოვი.

კერძოდ, კიევმა ითხოვა "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. ასევე უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ "ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ აშშ-სთან შეთანხმება, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობაზე“, – განაცხადა კასიანოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები