გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა

ესპანეთის “ლიგა ენდესას” მე-15 ტურში “ლენოვო ტენერიფე” “მალაგა უნიკახას” დაუპირისპირდა და 91-84 დაამარცხა.

“ტენერიფეს” რიგებში გამორჩეული იყო ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც ყოფილ გუნდს 25 ქულა ჩაუგდო, ამასთან ერთად მას ჰქონდა 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება.

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი გვაუწყებს, რომ შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. იგი ამ ტიტულს კარიერაში მეჩვიდმეტედ დაეუფლა.

“შერმინატორი თავისუფალია. გიორგი შერმადინი მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშე ხდება”, - აღნიშნულია “ლიგა ენდესას” ოფიციალურ გვერდზე.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები