გივი მიქანაძე - ეს განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული

"ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის კასიანოვის განცხადება, შესაძლოა, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული.

"ეს განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ისეთი ნაბიჯები ვერ გადაიდგმება, რომლითაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც საომარი მოქმედებების მხარე და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა რაც შეეხება საომარი კუთხით, ჩვენ, პირველ რიგში, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩათრეული არ იყოს და ამ ქვეყანაში მშვიდობა სტაბილურად უზრუნველყოფილი იყოს.

ჩვენ ვთქვით, რომ ყოველთვის ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რათა უკრაინას ამ მძიმე პერიოდში გვერდით დავუდგეთ, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს მხარი დავუჭიროთ. გავაგრძელებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით და მხარდაჭერას, რასაც, საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის მიღმა ამ ეტაპზე საქართველო არანაირ სხვა ჩართვას არ აპირებს. მით უმეტეს, როდესაც ეს საკითხები რაიმე ფორმით შეიძლება, დაკავშირებული იყოს კიდევ ერთ მცდელობასთან – საქართველო იყოს ჩათრეული ომში. არაერთი განცხადება გაკეთდა უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ საქართველო ყოფილიყო ჩათრეული ომში და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები